ღარიბაშვილის ეს ბრტყელი განცხადებები, სრული სიცრუე და საკუთარ თავთან საუბარია, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი არსად არ წასულა და ჯერჯერობით ისევ არის.
“ღარიბაშვილის ეს ბრტყელი განცხადებები, თუ სტატისტიკის მონაცემების ჩავუღრმავდებით, არის სრული სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან საუბარი. რაც შეეხება არჩევნებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ღარიბაშვილს და არც”ქართული ოცნების” არცერთ წარმომადგენელს მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა უნდოდეთ მათ, რომ გადაიაროს ამ ტალღამ და პოლიტიკურმა კრიზისმა, ეს არ გამოუვათ, რადგან პოლიტიკური კრიზისი არსად არ წასულა, ჯერჯერობით კიდევ არის და რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ბრიფინგია ჩანიშნული.