ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

თურნავა: ფასების ზრდით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია და მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფლაციის ნორმალიზაცია.

“ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას. მთელი რიგი ინიციატივებია  – მედიკამენტებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ამზადებს წინადადებას; ასევე მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ საექსპორტო პროდუქცია გაიზარდოს, ასევე გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება სხვადასხვა მიმართულებით, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება და ეს, რა თქმა უნდა, პოვებს თავის ასახვას ფასების უფრო სტაბილურ დონეში“, – განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრმა.

თურნავას თქმით, ფასების ზრდა გლობალურ კონტექსტში უნდა იქნას დანახული.

“უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, რადგან მანამდე არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის. ინფლაცია მყისიერად გაიზარდა სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი“, – ამბობს ნათია თურნავა.

იტვირთბა....