ახალი ამბები პოლიტიკა

ბუღაძე ყაზახეთზე: პუტინი კაგებეს ოფიცერია… ამგვარი რამ ჩვენთან 5 ივლისს უკვე ვიხილეთ, ფრთხილად ვიყოთ

 

[su_quote]ალბათ, ესეც უნდა გვესმოდეს, რომ პუტინი დიდ ომებში შესვლას ფრთხილობს… ის კაგებეს ოფიცერია, ესე იგი, სპეც-ოპერაციების ოსტატია.

ყირიმი – სპეც-ოპერაციაა. ყაზახეთიც  ასე ჩანს. ხალხის გულწრფელ უკმაყოფილებას გაურკვეველი ჯგუფები შეერივნენ, რომელთაც სროლა და მოროდიორობა დაიწყეს. და აი, რუსული ჯარიც უცებ “იქვე” აღმოჩნდა – რუსული აგენტურის მოხმობით ყაზახეთის სუსტი ხელისუფლებისგან…

ამგვარი “სპეც-ოპერაციებისთვის” საჭირო ჯგუფები ჩვენ უკვე ვიხილეთ 5 ივლისს.

ამიტომ როგორც ერთი დინჯი კაცი იტყოდა: “ფრთხილად ვიყოთ, ფრთხილად ვიყოთ ”

ლურჯი ვეფხვის წელია მაინც… ლურჯი კია კარგი ფერი, მაგრამ ვეფხვი არ გამოირჩევა მაინც და მაინც დიდი სიმშვიდით[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ანალიტიკოსი ლაშა ბუღაძე.

იტვირთბა....