“მონიტორინგის ცენტრი მედიატორი” თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ კვლევას ასაჯაროებს. კვლევა ეხება 2015 წლის მაჟორიტარების აქტივობას და მუშაობას. საჯარო ინფორმაცია მერიიდან და გამგეობიდან იქნა გამოთხოვილი . “მედიატორის” კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის 10-მდე მაჟორიტარი დეპუტატების მიერ გაწეული შუამდგომლობების შესახებ ინფორმაცია და ასევე დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობა .
“მედიატორის” ინფორმაციით, დედაქალაქს ჰყავს 25 არჩეული დეპუტატი. ამ დეპუტატების ანაზღურება წელიწადში მხოლოდ ერთის საშუალოდ 30 000 ლარია ანუ 25-ის 750 000 ლარი. ამას დამატებული ბიუროსთვის გამოყოფილი 60 000 ლარი თითოზე წელიწადაში ჯამში 1 500 000 ლარი. დეპუტატის ბიუროს ხარჯს და დეპუტატის ანაზღაურებას თუ შევკრიბავთ 2 250 000 ლარი წელიწადში.
რაც შეეხება შუამდგომლობის საკითხს, ამ მხრივ კვლევაში გამოყოფილია ყველაზე “აქტიური” მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთაც მოსახლეობა ხშირად მიმართავს და შედარებით ინერტული დეპუტატები, რომლებიც თბილისის საკრებულოში აქტიურობით არ გამოირჩევიან.
ფაქტობრივად წელიწადში (2015 წლის ინვრიდან, 2015 წლის 10 დეკემბრამდე ) მუხიანის დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ 3 შუამდგომლობა გააკეთა! გლდანი – ნინო გოგუაძე – 5 შუამდგომლობა ლოტკინი – დავით ჭელიძე – 3 შუამდგომლობა საბურთალო (დოლიძე) დავით ზურაბიშვილი – 15 შუამდგომლობა ვაკე (წყნეთი) გიორგი მუსხელიშვილი – 8 შუამდგომლობა.
აღმოჩნდა, რომ ბევრ დეპუტატს ერთი წლის მანძილზე რამდენიმე შუამდგომლობა აქვს დაყენებული. ასეთები არიან: ჯაბა ჯიშკარიანი, თარაშ შურღაია, ვლადიმერ ძნელაძე, ზაქარია კოლელიშვილი, შორენა ბუხრაშვილი, გულიკო ზუმბაძე, ლია ჯახველაძე , გოჩა ბაბუნაშვილი.
თბილისელების წარმომადგენელთა შორის არიან შედარებით გამორჩეული დეპუტატები. ასეთები არიან: ნავთლუღი – ზურაბ ნეფარიძე – 452 შუამდგომლობა, რაც მისი ამომრჩევლის მხოლოდ 1,6 პროცენტია. რამინა ბერაძე – 604 შუამდგომლობა, რაც მისი ამომრჩევლის 1,07 პროცენტია .
“მეტრონომთან” საუბარში “მედიატორის” დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა კვლევაზე დეტალურად ისაუბრა.
“შუამდგომლობა ეხებოდა ყველაფერს. ჩვენ მერიასა და გამგეობას მოვთხოვეთ მაჟორიტარი დეპუტატის მიერ მიწერილი წერილების შუამდგომლობების რაოდენობაზე. იქნებოდა ეს ინიციატივა თუ მოქალაქეზე გაწეული შუამდგომლობა. ამ კვლევაში ყველაფერი დავაჯამეთ. არც ერთ მაჟორიტარს, 25 მაჟორიტარიდან კონკტერული ინიციატივთ, ვგულისხმობ სკვერის მოწყობას ან რაიმე ინიციატივას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, არ მიუმართავს ამ ორგანოებისთვის მთელი ერთი წლის განმავლობაში”. – აცხადებს ხაბეიშვილი.
“მეტრონომი” შეეცადა დაკავშირებოდა საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანს. ჯიშკარინმა მას შემდეგ რაც კითხვა მოსმინა ტელეფონი გაგვითიშა. მასთან დაკავშირება რამდენჯერმე კიდევ ვცადეთ, მაგრამ როგორც ჩანს საკრებულოს დეპუტატი ინერტულობასთან ერთად (ამ კვლევის თანახმად), არაკორექტულობითაც გამოირჩევა.