ყაზახეთი დახმარებას ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს სთხოვს, რომელთა შორის რუსეთი და ბელარუსია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს თოყაევმა ტერორისტული ქმედებები და გარე აგრესიის აქტი უწოდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს. პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევის თქმით, საბჭოს თავმჯდომარე თვითონ იქნება და დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.
როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ დავიცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და სიმშვიდე, ვიფიქრო ყაზახეთის მთლიანობაზე – აცხადებს ის.
შეგახსენებთ, ყაზახეთის მთავრობის გადადგომა, საზოგადოების მხრიდან ბენზინზე გაზრდილი ფასების გაპროტესტებამ გამოიწვია.
პირველ იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ერთ ლიტრ თხევად გაზზე ფასი გაორმაგდა. უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლების დროს ხელისუფლებამ საწვავის ფასის შემცირების პირობა დადო, თუმცა, აქციის მონაწილეები არ დაშლილან, რასაც პოლიციასთან შეტაკებები და არეულობა მოჰყვა.