ყაზახი სამართალდამცავები დემონსტრანტების მხარეზე გადავიდნენ, – აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შეგიძლიათ ნახოთ კადრები, სადაც ჩანს როგორ უკრავენ აქციის მონაწილეეები ტაშს გვარდიელებს.
ასევე ნახავთ ვიდეობს, სადაც პოლიციის წარმომადგენლები განიარაღებულები არიან.
როგორც „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, ერთ შემთხვევაში პოლიციის მთელი კორპუსი აქტივისტების მხარეს გადავიდა.
ამას გარდა ცნობილი ხდება, რომ შეტაკებები ზოგიერთ ლოკაციაზე ისევ გრძელდება. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტი იუწყება დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტებიც.
თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს. პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევის თქმით, საბჭოს თავმჯდომარე თვითონ იქნება.
შეგახსენებთ, ყაზახეთის მთავრობის გადადგომა, საზოგადოების მხრიდან ბენზინზე გაზრდილი ფასების გაპროტესტებამ გამოიწვია.
პირველ იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ერთ ლიტრ თხევად გაზზე ფასი გაორმაგდა. უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლების დროს ხელისუფლებამ საწვავის ფასის შემცირების პირობა დადო, თუმცა, აქციის მონაწილეები არ დაშლილან, რასაც პოლიციასთან შეტაკებები და არეულობა მოჰყვა.