ახალი ამბები მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტი: ჩემს პოზიციაზე ვრჩები და დედაქალაქიდან გასვლას არ ვაპირებ

ჩემს პოზიციაზე ვრჩები და დედაქალაქიდან გასვლას არ ვაპირებ, – აღნიშნულის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.

ინფორმაციას ამის თაობაზე, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„რაც არ უნდა მოხდეს მე დედაქალაქს არ დავტოვებ“, – აცხადებს ის.

როგორც თოყაევმა აღნიშნა, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს. პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევის თქმით, საბჭოს თავმჯდომარე თვითონ იქნება.

შეგახსენებთ, ყაზახეთის მთავრობის გადადგომა, საზოგადოების მხრიდან ბენზინზე გაზრდილი ფასების გაპროტესტებამ გამოიწვია.

პირველ იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ერთ ლიტრ თხევად გაზზე ფასი გაორმაგდა. უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლების დროს ხელისუფლებამ საწვავის ფასის შემცირების პირობა დადო, თუმცა, აქციის მონაწილეები არ დაშლილან, რასაც პოლიციასთან შეტაკებები და არეულობა მოჰყვა.

 

იტვირთბა....