ახალი ამბები პოლიტიკა

გვარამია: ისტორია არ პატიობს უკუღმა სვლას და ჩვენნაირ ერებს წარსულში ტოვებს

ისტორია არ პატიობს ხელების ჩამოშვებას და ჩვენნაირ ერებს წარსულში ტოვებს, – აღნიშნული პოსტით, „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია ყაზახეთის მთავრობის გადადგომას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა შეუმდგარნი აღმოვჩნდით ქვეყნის გადარჩენის საქმეში.

„მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი. უკვე ყაზახეთიც, ხალხო, ყა-ზა-ხე-თი!

ყველა შეუმდგარნი აღმოვჩნდით ქვეყნის გადარჩენის საქმეში: პოლიტელიტა, სამოქალაქო სექტორი, მედია და, პირველ როგში, ყველაფრის სხვაზე გადამბრალებელი ქართველი ხალხი.

ისტორია არ პატიობს უკუღმა სვლას, ჩამორჩენას, ხელების ჩამოშვებას და ჩვენნაირ ერებს წარსულში ტოვებს და მათ სახელმწიფოებრიობის ღირსად არ თვლის. მოკლედ რომ ვთქვათ, აქრობს და უკან აღარასდროს აბრუნებს“, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, ყაზახეთის მთავრობის გადადგომა, საზოგადოების მხრიდან ბენზინზე გაზრდილი ფასების გაპროტესტებამ გამოიწვია.

პირველ იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ერთ ლიტრ თხევად გაზზე ფასი გაორმაგდა. უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლების დროს ხელისუფლებამ საწვავის ფასის შემცირების პირობა დადო, თუმცა, აქციის მონაწილეები არ დაშლილან, რასაც პოლიციასთან შეტაკებები და არეულობა მოჰყვა.

 

 

იტვირთბა....