გია ვოლსკის კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას დეპუტატი მეტრონომთან საუბრისას ადასტურებს.
“დამიდასტურდა. ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჩემს შვილს ჰქონდა სიცხე, ისიც ერთი დღით, ეს იყო ტესტის გაკეთების მიზეზი. აცრილებიც ვართ, ბუსტერ დოზაც მიღებული გვაქვს”, – აცხადებს დეპუტატი.