საქართველოში კორონავირუსის 2 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 553 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 936 844 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 896 868 გამოჯანმრთელდა, 13 860 კი, გარდაიცვალა.