ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუნავას და ჩხარტიშვილის სასამართლო 2 კვირით გადაიდო

“თავისუფალი საქართველოს” წევრის ბეჟან გუნავას განცხადებით, სასამართლო პროცესზე მისი მხრიდან წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები.

როგორც ჩვენთან საუბრისას გუნავა ამბობს, სასამართლოში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში მისი მხრიდან საპატრულო პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა არ დასტურდება.

„მტკიცებულებები იყო ვიდეო ჩანაწერი. სამხრე კამერებით ჩაწერილი, სადაც ის პრეტენზია, რაც პოლიციას გააჩნია ჩემს მიმართ, დაუმორჩილებლობათან დაკავშირებით, არანაირად არ ჩანს. არ დასტურდება ის, რომ ჩემი მხრიდან საპატრულო პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა იყო. ჩვენ ასე ვფიქრობთ, დანარჩენი ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რომელიც ორ კვირაში გახდება ცნობილი“- განაცხადა გუნავამ.

შეგახსენებთ, რომ მისი და „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის დაკითხვა რვა წლის წინ ზუგდიდში “თანასწორობის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებული აქციის დარბევას ეხება, სადაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენდნენ. აღნიშნული პირები თავს დაესხნენ ბეჟან გუნავას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გუნავა და ჩხარტიშვილი ამ პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

იტვირთბა....