ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიის მერი: მომხრე ვარ, მოსახლეობამ ხატზე დაიფიცოს, რომ მაინერებს გათიშავენ

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ დაბა მესტიის ადგილობრივები დღეს წმინდა გიორგის ხატზე ფიცს დადებენ და ოჯახებში მაინერებს გათიშავენ. ამის შესახებ მესტიის მერმა, მეტრონომთან საუბრისას განაცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, ეს მოსახლეობის ინიციატივა იყო, რომელსაც, თავადაც ეთანხმება.

“ოჯახებში მაინინგების სისტემის გამორთვაზეა ლაპარაკი. მე ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ შუქი გვქონდეს, შესაბამისად, ვეთანხმები ამ პოზიციასაც, რომ თუ ამით გვეშველება, უნდა დავიფიცოთ კიდეც. ჩვენი პრობლემა დღეს არის გადამეტებული ელექტროენერგიის ხარჯვა. მხარს ვუჭერს ამ ინივიატივას, მეც დავესწრებოდი ფიცის დადებას, უბრალოდ, ადგილზე არ ვარ“, – ამბობს მესტიის მერი.

ჩვენს კითხვაზე, აღნიშნული პრობლემა ტრადიციების დონეზე უნდა წყდებოდეს თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, კაპიტონ ჟორჟოლიანი აღნიშნავს:

“კანონმდებლობა არ კრძალავას არაფერს, საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული ეს საკითხი. დენს რომ არ ვიხდით, ამიტომ ჩართულია და ჭარბი მოხმარება ხდება, ამაშია ჩვენი პრობლემა“.

კრიპტოვალუტის უკანონო წარმოება მაღალმთიან რეგიონში უშუქობის მთავარ მიზეზად იქცა. მესტიში, რომლის მოსახლეობასაც ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, ელექტრომოხმარება მკვეთრად არის გაზრდილი, რაც ელექტროსადენების გადაწვას იწვევს.

 

 

იტვირთბა....