თემქაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს – მათი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია და მერიას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
“ჩვენ მოთხოვნაა დაკმაყოფილება ბინით, რაც ჩვენ გვეკუთვნის, ბინა ნგრევადია, გაზი არაა შემოყვანილი, ვთბებით შეშით, ვცხოვრობთ უკიდურეს მდგომარეობაში. ყველამ ყველაფერი იცის, დევნილთა სამინისტროდან იყვნენ მოსულები ნახევარი წლის უკან, შეგვპირდნენ, რომ ახალ წლამდე უნდა გადავსულიყავით”
აქციის მონაწილეები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და ამბობენ, რომ გზას გადაკეტავენ და პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.