ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი სააკაშვილზე: არაორდინალური არაფერია – სახეზეა პატიმრის კაპრიზები და ახირებები

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქით, მიხეილ სააკაშვილის არის პატიმარი და არაფერია გასაკვირი იმაში რომ ეს ციხეში გადაიყვანეს ეს არის მხოლოდ მისი პრეტენზიები და ახირებები.

“კარგი იქნება თუ პატიმარი შეიგნებს, რომ არის პატიმარი, მას უფლებები აქვს შეზღუდული, თავისუფლება აქვს აღკვეთილი, როგორც პატიმარს და არა თავისუფალს. როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის რომ კურსი არის დასრულებული, რა თქმა უნდა, მას არავინ ეკითხება რომელ დაწესებულებაში იხდის ის სასჯელს. აქ არაორდინალური არაფერი ხდება, სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები და ახირებები, რომელსაც კვლავ ჰგონია რომ პრეზიდენტია და ვინმე უნდა დაემორჩილოს”,- ამბობს წულუკიანი.

29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, როგორც სააკაშვილის ახლობელები ამბობენ მას არ აქვს ჯანმრთლების ისთი მდგომარეობა რომ ჰოსპიტალიდან გადაეყვანათ. მოგვიანებით პნიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი

იტვირთბა....