ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარუას განცხადებით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. ამის შესახებ ზარქუამ პარლამენტში განაცხადა.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შექმნილი სამსახურია. ის არგუმენტები, რაც ახლა არის წარმოდგენილი, რომ ორ სამსახურად უნდა დაიყოს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ოპტიმალური სისტემაა, რასაც ახლა უმრავლესობა გვთავაზობს…. ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ, არ არის ეს აუცილებელი, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. მე ვურჩევდი ქალბატონ ვიოლას, ნუ შეშფოთდება”,- ამბობს ზარქუა.
ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი, კარგად ფუნქციონირებადი ინსტიტუტი.
პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენით 30 დეკემბერს განახლდება.