პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი და მისი ციხეში გადაყვანით განსაკუთრებული არაფერია.
“პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური, ხომ? პატიმარი არის ციხეში. მე თვითონაც ვიყავი აღშფოთებული, როდესაც შიმშილობდა და არ გადაჰყავდათ იქ, სადაც უნდა გადაეყვანათ – საავადმყოფოში. მაგრამ პატიმარს რომ აბრუნებენ ციხეში, ამაში რა არის განსაკუთრებული, არ ვიცი. ჩვეულებრივი ამბავია. ვერანაირი განადგურების მცდელობას ვერ ვხედავ. პატიმარი გადაიყვანეს ციხეში, რომელმაც იმკურნალა და აღარაა მძიმე მდგომარეობაში”,- ამბობს ელისაშვილი.
ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც სააკაშვილის ახლობლები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.