[su_quote] როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტს ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ კანონის მიღება. ახლა ჩემი მიზანი დარჩა ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ იმ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, რომელიც, ალბათ, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ იქნება მიღებული.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს, ჩვენ მოვისმინეთ კომენტარი, რომ პარლამენტი შეეგებება ამ ვეტოს – მათ არა აინტერესებთ არც პრეზიდენტის არგუმენტები და არამხოლოდ ჩვენს ინსტიტუტს არ სცემენ პატივს, არამედ გუშინ ამ კომენტარებით პრეზიდენტის ინსტიტუტსაც არ სცეს პატივი. მე პრეზიდენტის განცხადება მაფიქრებინებს, რომ იგი ამ მნიშვნელოვან ბერკეტს გამოიყენებს. [/su_quote]
ამის შესახებ სახელწმიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.