ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინა: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოექცნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოექცნენ. სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოექცნენ და არ დაუშვან ქმედებები, რომელიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

ქართულმა მხარემ უნდა დაუშვას მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმები მისი გამოკვლევის მიზნით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა”,- ვკითხულობთ წერილში.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ, სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

იტვირთბა....