ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თოლორაია პრემიერის შეთავაზებაზე: არასერიოზულია, პარლამენტმა 2025 წლამდე ამირჩია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ, ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას უპასუხა და განაცხადა რომ მისი ეს შეთავაზება არასერიოზულია, რათა პარლამენტმა თოლორაია 2025 წლამდე აირჩია.

“ნამდვილად არასერიოზულია ეს შემოთავაზება. სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციას ვიკავებ, პარლამენტმა ამირჩია 2025 წლამდე, თუ მათ რაიმეს შემოთავაზება უნდოდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის და თავად სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ეს კანონი უნდა ყოფილიყო არა ასეთი, არამედ სხვანაირი, როდესაც მეც და ყველა თანამშრომელი გავაგრძელებდით მუშაობას თუნდაც რეფორმირებულ სამსახურში”,- ამბობს თოლორაია.

28 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, TV იმედის ეთერით, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება შესთავაზა.

იტვირთბა....