პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს:
„მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა- მოთქმა.
მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.
ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს.“ – წერს გიგი უგულავა ფეისბუქზე.
მისი და ლელა კილაძის დაშორების შესახებ ინფორმაცია სამი წლის წინაც გავრცელდა, თუმცა წყვილი კატეგორიულად უარყოფდა.
შეგახსენებთ, რომ ლელა კილაძე ჯერ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვიზაჟისტი იყო, შემდეგ კი, რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მას შემდე რაც გიგი უგულავა პირველ ცოლს გაშორდა, მასზე დაქორწინდა. ლელას პირველ ქმართან ორი ვაჟი ჰყავს.