მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დროა მთავრობისგან მიიღონ კონკრეტული პასუხიები კომპანია ენკა აპირებს თუ არა გასვლას ხეობიდან, რათა არ მოუწიოთ ისევ თავიდან დიდი აქციების დაანონსება.
ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო ლავის დროს განაცხადა.
“ხელისუფლებას ვეუბნებით, დროზე გავერკვეთ რა ხდება ხეობაში, თუ ენკას წარმომადგენლები ხეობაში რჩებიან რა საკვირველია, შთაბეჭდილება გვრჩება რომ ჩვენი პროტესტი დაასუსტონ და დროში გაწელენ მთელი ეს პროცესი, რომ ძალა აღარ გვქონდეს და თუ გასვლას აპირებენ რატომ ჭიანურდება ეს პროცესი?… ჩვენ ვერ ვტოვებთ, რიონის ხეობაში კარვებს, რადგან უნდა ვნახოთ ჩვენი თვალით დემონტაჟის პროცესი და ენკას გასვლის პროცესი, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ავიღოთ კარვები და წავიდეთ სახლებში. სანამ ეს პროცესი ასე იქნება გაჭიანურებული, ბუნევრივია ჩვენც მოგვიწევს იგივე რეჟიმში პროტესტი. ვიდრე მოგვიწევს, დავაინიციროთ ისევ დიდი აქცია, გადავკეტოთ გზა და ა.შ, მთავრობას უნდა ჰქონდეს რეაგირება და გაგვცეს პასუხი რატომ ჭიანურდება ეს პროცესი, იყვნენ ადეკვატურები, რადგან ჩვენც გვქონდეს ადეკვატური დაგეგმვის შესაძლებლობა”,- ამბობს გოლეთიანი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია ენკამ რიონის ხეობაში სამუშაოები შეწყვიტა.