ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟორჟოლიანი: სოლიდარობა ნინო გოგორიშვილს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას

[su_quote] მე ვთქვი ადამიანის ფსიქორეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება თავისუფალი” თქვა მიხეილ
სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, რომელიც არ ალაპარაკა თეთრხალათიანმა ჟანდარმმა გორის ჰოსპიტალთან.
ჩემი სოლიდარობა ქალბატონ ნინო გოგორიშვილს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ახლა მართლა განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას. [/su_quote]

ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა და ჩემთვის უცნობი გარემოებებით ტექსტი ხელმოწერის შემდეგ განავრცო, – აღნიშნულის შესახებ მედიასთან სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას საკმაოდ დიდი შოკი ჰქონდა და აღნიშნულმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა.

„მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითიც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას”, – აცხადებს გორის ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილის სახელით”

იტვირთბა....