ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაზარაძე: ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია

[su_quote] 5 პრემიერი
5 პარლამენტის თავჯდომერე
9 წელიწადში.
რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე,
რა ეკონომიკურ პროგრამებზე,
რა ინვესტიციაზე და
რა სამუშაო ადგილებზე?
რა ნიშნით ინიშნებიან,
რის გამო თავისუფლდებიან?
სად არის პროგრამა,
სად არის ანგარიში?
სად არის პასუხისმგებლობა?არაფერი ასეთი!
ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია,
რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს,
რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ…
ბრძოლა გრძელდება!
ბრძოლა ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად [/su_quote]

ამის შესახებ ლელოს ლიდერი მამაუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს განაცხადა.

“შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, მომავალ წელს მეტს გაიგებთ იმ პროექტზე, რომელსაც ვუხელმძღვანელებ”,- აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

იტვირთბა....