aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

პუტინი: ლენინმა უკრაინა საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების დროს შექმნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ონლაინ კონფერენციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს განაცხადა, რომ უკრაინა ლენინმა საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების დროს შექმნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, მართალია ლენინის სიკვდილის შემდეგ, თუმცა უკრაინა მაინც მისი პრინციპებით შეიქმნა.

“ჩვენ ვცდილობთ არ გავიხსენოთ თუ როგორ შეიქმნა უკრაინა. ვინ შექმნა ის? ლენინმა, ვლადიმირ ილიჩმა,როცა საბჭოთა კავშირს ქმნიდა. კავშირის 1922 წლის შეთანხმებითა და 1924 წლის კონსტიტუციით, მართალია მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მისი პრინციპებით შეიქმნა”, -აცხადებს პუტინი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს და აღნიშნავს, რომ “ნატოს” გაფართოება მისთვის მიუღებელია.

იტვირთბა....