ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის გლობალური პანდემია მომავალ წელს დასრულდება.
აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს.
როგორც გებრეისუსი მიიჩნევს, ამისი მთავარი მიზეზი გახდება ის, რომ მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლისთვის ძალიან ბევრი მექანიზმი აქვს და მეცნიერები ვირუსს უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ.
“2022 წელი კორონავირუსის გლობალური პანდემიის დასასრული იქნება, რადგან ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ვირუსს და მასთან ბრძოლისთვის ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს”, – აცხადებენ ჯანმოში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას “ომიკრონის” შტამთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია , შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია არის, თუ არა კორონავირუსის ეს ახალი მუტაცია აქამდე არსებულ ვარიანტებთან შედარებით უფრო საშიში.