მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

ია მეტრეველი: ეს ხალხი [ნაცები] დემონების სექტაა, როგორ შეიძლება სატანას შერიგებაზე ელაპარაკო?

შერიგების თემა ნაციონალებისგან წამოსულია და გაკვირვებული ვარ, ჩემთვის მიუღებელია, ფარსია და ტყუილი. მთელი ამ წლების განმავლობაში სააკაშვილისგან და არც ერთი ნაციონალისგან არ დაგვინახავს სინანული და იმ დანაშაულის აღიარება, რაც ქვეყნისა და ერის წინაშე აქვთ ჩადენილი. არავითარი მონანიება და უცებ შერიგებაზე გველაპარაკებიან. ჩვენ არ ვართ პატარა ბავშვები, რომ მათი ეს ტყუილები დავიჯეროთ, კარგად ვიცით რას წარმოადგენენ ეს პარტია და მათი ხელმძღვანელი სააკაშვილი. მისი მიზანია როგორმე გამოაღწიოს ციხიდან და სწორედ მათი მიზანიც. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ შერიგება შეიძლება, მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი დანაშაულს აღიარებს, როდესაც მოიხდის დანაშაულს და ჩვენ რომ ვნახავთ თუ მართლაც ინანიებს, ამ შემთხვევაში შეიძლება შერიგებაზე საუბარი. მე თავად ქრისტიანი ვარ  და ჩემთვის მიმტევებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, პრიმიტიულობაში არ ჩამომართვათ, ეს ხალხი [ნაციონალური მოძრაობა] დემონების სექტაა, რომელთა ხელმძღვანელი სააკაშვილია და როგორ შეიძლება სატანას შერიგებაზე ელაპარაკო

განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა თავისუფალი ხედვის ეთერში.

იტვირთბა....