ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, არცერთი წუთით არ გაჩერდებიან სანამ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი არ იქნება და ამ ბრძლოაში ყველა მოქალაქე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს.
“ეს ბრძოლა არ გაჩერდება არცერთი წუთით, არცერთი დღით მანამ სანამ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ და ეს მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. დღეს თითოეული მოქალაქის ვალია ამ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ ყველა ერთად ვიბრძვით ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. დღეს ბრძოლის ხაზი გადის ჩვენს თავისუფლებაზე… ახლა არაა დრო მოთმინების, ახლაა დრო ბრძოლის, რადგან ხვალ იქნება ძალიან გვიანი”,- ამბობს უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუთაველზე მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერი აქცია იმართება.