ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წითლიძე: ოცნება უკან დაიხევს – აუცილებელია ბევრი ხალხი ქუჩაში

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელის, ანა წითლიძის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და ქვეყანაში არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

“ქართული ოცნება უკან დაიხევს, ერთადერთი და ყველაზე მთავარი, რაც ქართულ ოცნებას დახევს უკან – ეს არის მასობრივი საპროტესტო აქციები და ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში. ხალხის ძალა არის ის რაც ყველა ხელისუფლება მათ წინაშე არის უძლური. ეს საპროტესტო აქციები იქნება უწყვეტი და კიდევ უფრო მასშტარბური, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები”,- ამბობს წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

იტვირთბა....