[su_quote] პირველ რიგში დაბადების დღე მინდა მივულოცო, მართლა უჩვეულო დღეა ჩემთვის, ვერადროს წარმოვიდნგენდი რომ ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი, რომელიც 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, 9 წელი იყო მმართველობაში და ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა – ესე სამარცხვინოდ დღევანდელი მთავრობიდან გამომდინარე იმყოფება გისოსებში. ეს მალე უნდა დამთავრდეს და მიხელ სააკაშვილი მალე თავისუფალი უნდა ვნახოთ, რათა თავისი ენერგია მოახმაროს ქვეყანას. ჩემი ძმა არ იბრძვის თანამდებობისთვის, ის იბრძვის ქვეყნისთვის… იმედია მალე დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და მიშას თავისუფლებაზე ვიხილავთ [/su_quote]
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც სააკაშვილის მხარდამჭრები არიან შეკრებილები.