ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე სააკაშვილზე: უამრავმა ადამიანმა იხილა სახურავზე კარლსონივით

[su_quote]ერთადერთი რაც გასაჯაროვდა იყო ის თუ როგორ უწევს წინააღმდეგობას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, როგორ უწევთ ძალის გამოყენება და ა.შ. ასეთი კადრები სხვადასხვა პირის მიმართ ხშირად საჯაროვდება და ამას არ მოჰყოლია არასდროს არანაირი რეაქცია. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი ვიღაცამ იხილა ასეთ მდგომარეობაში, მე შეგახსენებთ, რომ ეს, იგივე ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი. აქცენტი გადაჰქონდათ რაზე იცით? – „პრეზიდენტი არ უნდა დაინახოს ასე ადამიანმა“ და ამაზე უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი ადამიანებს, ქართველებს და არამარტო ქართველებს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც თმებით ათრიეს[/su_quote]

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

იტვირთბა....