შსს-ს ინფორმაციით, ბაკურიანში ცოლ-ქმარი “ბურანით” სეირნობდა, როდესაც ქმარმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. ორივე მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, საგზაო მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.