ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი ობამას და მისი მეუღლის გულისამაჩუყებელ ისტორიას აქვეყნებს

 

პოპულარული შოუს წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე აშშ-ს პრეზიდენტის და მისი მეუღლის ფოტო გააზიარა, რომელსაც პოსტი დაურთო:

„ვგიჟდები ამ ქალზე:) ამ კაცზე, იმ ქვეყანაზე სადაც სადილობდნენ, მაგრამ ამ ისტორიაზე ყველაზე მეტად” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. მის მიერ გაზიარებული სურათის არაოფიციალური ისტორია კი ასეთია:

ერთ ღამეს ბარაკ ობამამ და მიშელ ობამამ გადაწყვიტეს რუტინა დაერღვიათ და წავიდნენ ჩვეულებრვი რესტორანში, რომელიც არცთუ ისე პრესტიჟული იყო. როდესაც ისინი რესტორანში ისხდნენ, რესტორნის მეპატრონემ დაცვას ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას პირველ ლედის პირისპირ გასაუბრებოდა. მას ნება დართეს. საუბრის დასრულების შემდეგ ობამამ მეუღლეს ჰკითხა, თუ რა იყო პირისპირ საუბრის მიზეზი, ხოლო მიშელმა უპასუხა, რომ მოზარდობის პერიოდში რესტორნის მეპატრონეს ის უყვარდა. ობამამ უპასუხა: „ანუ, თუ მას გაჰყვებოდი ცოლად, შენ იქნებოდი ამ პატარა საყვარელი რესტორნის მეპატრონე? „ , რაზეც მიშელმა უპასუხა: “არა, თუ მე მას გავყვებოდი ცოლად, ის ახლა ამერიკის პრეზიდენტი იქნებოდა”.

 

იტვირთბა....