საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ადვოკატ თამარ ავალიანთან და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“ერთადერთი ჩემი დანაშაული ის არის, რომ დიდი ცხვირი მაქვს. ბავშვობაში რომ მარწყვი მოვიპარე, ამას ვერ გაიგებენ. ჩემს მიმართ, რაიმე სამართლებრივი პრეტენზიის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის აყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პროკურატურასთან მხოლოდ ფორმალურად ვითანამშრომლებ. ხშირად ხდება ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე და ადვოკატთან ერთად, ფეხდაფეხ მივყვები ყველაფერს”, – განაცხადა ელისაშვილმა.