პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 78 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა.
ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება.
ამასთან, მკაცრდება აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

