[su_quote]ნიკა გვარამიას უჩივის მოსამართლის ძმაკაცი და ამაში თავად მოსამართლე ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. აი, ქართულ ჯიგრულ პონტში ძმაკაცს არ გავუსწორებო, ვისაც ამის გჯერათ, გილოცავთ ახალ წელს[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რითაც ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს გამართულ პროცესს, რომელზეც ნიკა გვარამიამ მოსამართლე ჩხიკვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან მისი თქმით, ერთ-ერთი მოწმე ზაზა გველესიანი, რომელიც დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს, რუსთავი 2-ის დირექტორი და მოსამართლის ბავშვობის მეგობარია. შეგახსენებთ, მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

