ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, სამოქალაქო შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულია

პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულია.

მისი თქმით, ახლა მთავარია საპროტესტო ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს.

“ახლა მნიშვნელოვანია მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს, 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 6 საათზე რუსთაველის გამზირზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობაზე და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული“, – განაცხადა მელიამ მთავარ არხთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

იტვირთბა....