ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

სააკაშვილი: მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით მიზანს ვერ მივაღწევთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მორიგ წერილს ავრცელებს.

როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით უნდა ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას.

“ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე.

საკუთარ ხალხზე “გამარჯვება” მათ წინანდალში ღრეობით იზეიმეს. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენი ერთიანობით, მიუხედავად პარტიულობისა და უპარტიობისა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან.

მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.

ამის პარალელურად ძალიან ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას ვაპირებ შევთავაზო ჩემი წინადადებები ამ უმწვავესი კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით!”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 21 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

იტვირთბა....