ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საგარეო უწყება: მიუღებელია, რომ 3+3 ფორმატის შეხვერაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია.

უწყების ცნობით, საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და 3+3 ფორმატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

“ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება”, –  აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 3+3 ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებები მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. აღნიშნულ ფორმატში მონაწილე ქვეყნების დროშებთან ერთად საქართველოს დროშაც ეკიდა.

იტვირთბა....