ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მისივე თქმით, კლინიკაში სულ 106 პაციენტია მოთავსებული.
“ყველაზე მძიმედაა 2. ერთი ახალშობილი და ერთი ჩვილი, რომლებიც პრაქტიკულად 1 კვირაზე მეტია მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ახალ წელს საქართველოში ვერ მოვიშლით სტუმრიანობას, ამასთან გარეთ ბევრი გართობის საშუალებები იქნება, პლუს სეზონური ვირუსები, აქედან გამომდინარე ეპიდვითარება სასარგებლო ჩვენთვის არ იქნება”,- ამბობს ჩხაიძე.