ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ამერიკული შოუს წამყვანები ზაზა ფაჩულიას და სრულიად საქართველოს ბოდიშს უხდიან

ამერიკულმა შოუმ The Starters-მა ზაზა ფაჩულიასა და ზოგადად, ქართველ ხალხს, დამცინავი კომენტარებისთვის ბოდიში მოუხადა.

შოუს წამყვანები ქართველი კალათბურთელის All Star-ის თამაშების სიაში მერვე ადგილზე ყოფნამ გააკვირვა. აღსანიშნავია, რომ რადგან ზაზა დემარკუს ქაზინსაც უსწრებს, ზუსტად ამაზე გააკეთეს აქცენტი წამყვანებმა და აღნიშნეს: “ზაზა გვიყვარხარ, მაგრამ შენი ხილვა All Star-ში არ გვსურს, ჩვენ დემარკუს ქაზინსი გვინდა ვნახოთ”.

ამასთან დაკავშირებით წამყვანებმა გუშინ გასულ გადაცემაში ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადეს.

“ჩვენმა კომენტარმა თითოეული ქართველი გააბრაზა. თუ შეხედავთ ჩვენს Facebook ვებგვერდს, ნახავთ, რომ გაბრაზებული ქართველი გულშემატკივრის უამრავი მესიჯია.

ზაზა ფაჩულიას საქართველოს პრეზიდენტიც კი უჭერს მხარს საკუთარი ტვიტერის მეშვეობით.

“ჩვენ ბოდიშს ვიხდით, ნამდვილად ვწუხვართ”, – განაცხადა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა.

 

იტვირთბა....