სამწუხარო ამბავი მოხდა ამ ძველით ახალი წლის ღამეს რამდენიმე წუთის წინ საბურთალოზე. როგორც “მეტრონომს” შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში ატყობინებენ, ბერბუკის ქუჩის 10-ში, სპორტის სასახლის უკან, 14-სართულიანი სახლის მე-13 სართულიდან, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით, გადმოხტა 15 წლის გოგო (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერთ).
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ რეჟიმში მივიდა პოლიცია და სასწრაფო. სახლში იმყოფებოდნენ გოგოს მშობლებიც, რომლებიც ამ წუთებში უგონო მდგომარეობაში არიან. მეზობლებმა და ირგვლივ მყოფებმა მიზეზების შესახებ არაფერი იციან.
მშობლების დაჟინებით, გარდაცვლილი მოზარდი პოლიციას და სასწრაფოს ექსპერტიზაზე არ გაატანეს. დაღუპული ახალგაზრდას ცხედარი ამ წუთებში სახლში აიყვანეს.
“მეტრონომის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და იზიარებს ოჯახის ტრაგედიას.