ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ხერხეულიძე: დღეს ღარიბაშვილი მოერია ტიკარაძეს, ხვალ ღარიბაშვილს მოერევა სხვა

[su_quote]უმართავ პანდემიას ემსხვერპლა 12 000 ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე.

მსოფლიოს სტატისტიკის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანაა პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც მსოფლიო რუკაზე წითლად ანათებს.

ერთ საქმეში დამნაშავე ღარიბაშვილი და ტიკარაძე როდის რომელ რაუნდს მოუგებენ ერთმანეთს, ეს ვერ იქნება ჩემთვის მადლობის გადახდის წინაპირობა. დღეს ღარიბაშვილი მოერია ტიკარაძეს, ხვალ ღარიბაშვილს მოერევა სხვა და როდესაც წასვლის შესახებ გაგდებული ღარიბაშვილიც ჩამოდგება ბრიფინგზე, ვერც მის მიმართ ვიქნები გულმოწყალე.

ამ ქვეყანას ღუპავდა და ღუპავს პირად ურთიერთობებზე დაყრდნობით შექმნილი წარმოდგენები. ეს არის ყველაზე მძლავრად ამოსაძირკვი საბჭოთა ნარჩენი, რაც ხშირად ადამიანებს აკარგვინებს ობიექტურობის განცდას.

კარგი გოგო ყოფილა ტიკარაძე… რას მელაპარაკებით… მაშინ, როცა მსოფლიომ დაძლია პანდემიით გამოწვეული სიკვდილობის რისკები, 12 000 კუბო როგორია ამ ერთი ციდა ქვეყნისთვის?[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....