ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მინისტრმა პარტია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მისი საქმიანობა გაგრძელდება პარტიის პოლიტსაბჭოში.

“გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ ჩემი შემდეგი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები. ვთვლით, რომ იმ პროექტებით, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა, ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 ივნისიდან იკავებდა.

იტვირთბა....