ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე მედიას ემუქრება: მოდიხართ და არ აშუქებთ, მივიღებთ კონკრეტულ ზომებს

ჩვენ კვირაში სამჯერ-ოთხჯერ გვიწევს მედიასთან შეხვედრა, ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილებზე, რომელიც არის მერიის მიერ დაორგანიზებული ღონისძიებები, ეს არის ყოველდღიური საქმეები რასაც ჩვენ ვეწევით, შეიძლება იყოს ახალი საბავშვო ბაღები, ინფრასტრუქტურა არ აქვს მნიშვნელობა… ჩვენ ყველა მედიას ვიწვევთ, მაგრამ არის კონკრეტული მედია საშუალებები, რომლებიც სამწუხაროდ არცერთ ინფორმაციას არ ავრცელებენ თუ რაზე ვართ იმ დღეს შეკრებილები. ჩვენ გიწვევთ იმისთვის, რომ გეძლევათ საშუალება გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს ჩვენი სამსახური…  და მიზანმიმართულად ხდება ამის არ გავრცელება საინფორმაციოებში, არ იფიქროთ რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი და ჩარჩოები ხომ არსებობს არა? მოდიხართ იღებთ… არ აშუქებთ, მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო კომუნიკაციაში თქვენთან ურთიერთობაში, სვამთ კითხვებს და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობ ყველა კითხვას ვუპასუხო… მაგრამ როდესაც იმ კონკრეტული ამბის გაშუქება არ ხდება რაზეც ვართ შეკრებილი მგონია რომ ძალიან ცუდია, თუ ეს გაგრძელდება ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, ეს ცუდია.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....