ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მეგრელიშვილი: ძალიან მაინტერესებს მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, მისი დღევანდელი წარმოდგენების გაგება

[su_quote]გამოვთქვით სურვილი, ძალიან მაინტერესებს პრეზიდენტის გაცნობა, მისი დღევანდელი წარმოდგენების გაგება. მიხეილ სააკაშვილთან ვმუშაობდი 20 წლის წინ, როცა იუსტიციის სამინისტროში მინისტრი იყო, მაგრამ პირადი ურთიერთობა მე მასთან არ მქონია, მათ შორის როდესაც მთავრობაში ვმუშაობდი. ასე რომ დღეს მისი, როგორც პოლიტიკოსის ხედვის გაგება, ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს გასაგებს გახდიდა. ყველას ნახვა და აზრის გაგება მაინტერესებს, რომ წარმოვიდგინოთ კრიზისიდან გამოსვლა.

თუ მას აინტერესებს ჩემი ამბავი, ჩემ ამბავს ვეტყვი, მაგრამ მე მისი ხედვა მაინტერესებს პირველ რიგში, მაინტერესებს რას ნიშნავს შერიგება, ამ შერიგების ნაწილია მონანიებას რასაც ეძახიან, აღიარება შეცდომების, მე ასე ვუყურებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რომ ეს გააკეთოს, მას ძალუძს რომ მოუგოს ქართულ ოცნებას, მას ამის პოტენციალი აქვს, სინამდვილეში ქართულ ოცნებას თუ რამის უნდა ეშინოდეს, უნდა ეშინოდეს იმის. რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგია შეცვალოს. მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიის ცვლილება შეიძლება ხელისუფლების დაკარგვას უდრიდეს ქართული ოცნებისთვის და ეს მან უნდა გაიაზროს[/su_quote]

ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ღამის კურიერში განაცხადა.

იტვირთბა....