aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზარქუა: თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ტყუილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ტყუილია. ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მგონია, რომ ოპოზიციასთან არაფერი მაქვს შესარიგებელი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება დანარჩენი მოსახლეობა შემოირიგოს – მოინანიონ, ბოდიში მოუხადონ ტირანიის გამო. მიხეილ სააკაშვილი ჩემს მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, კორუფციაში ჩართული იყო, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, საკუთარი დაკვეთით დეპუტატები სცემა. მიხეილ სააკაშვილი ამის სიმბოლოა და მოინანიებს თუ არა, ჩემთვის ის ისეთად დარჩება, როგორიც არის”,- ამბობს ზარქუა.

იტვირთბა....