aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხვიჩია სააკაშვილზე: ფიზიკურად ვერავინ ვერ აპატიებს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა

ბოლო პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკვირდები ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, რაღაცები არის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ თუ მართლა გვინდა შერიგება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ იდეაზე გაზაფხულზე, შემდეგ, რაც, ჩემი აზრით, ამ იდეას მეტ-ნაკლებად ეხმიანება იყო პატრიარქის მიერ ნათქვამი სინანულის და მონანიების შესახებ. ანუ, შერიგება, სინანული, ეს ორი რაღაც ვიცით. შერიგების სურვილი დაადასტურა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, დარჩენილია შუა ნაწილი, პატიება, რომ შეიკრას და მივიღოთ სამეული.

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს, მას ფიზიკურად ვერავინ ვერ აპატიებს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. არის საუბარი, რომ შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ხომ გვესმის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის პატიების შედეგად უნდა მოხდეს. მე მგონი, საპატიებელი ყველას ერთმანეთთან ბევრი რამე აქვს და ეს მგონია მიმართულება და სად წაგვიყვანს ეს პოლიტიკური პროცესი ამას დრო გაჩვენებს

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პალიტრანიუსის გადაცემაში განაცხადა.

იტვირთბა....