aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) ბიძინა ფეხებზე მკიდია… ჩემი ყურის ამწევი არ დაბადებულა – დუმბაძე ნიშნიანიძეს დაუპირისპირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის წევრი მურმან დუმბაძე და პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნიშნიანიძემ დუმბაძეს მიმართა და უთხრა, რომ ერთხელ მას პარლამენტში საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის ყური აუწიეს, რათა თავი დაენებებინა საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის.

“ერთხელ პარლამენტში შეგახსენეს, ყური აგიწიეს, რომ დაანებე თავი საკუთარი ბიზნესის ლობირებას აჭარაში… ქვეყანას რას ერჩით? რა უნდა ამოატრიალოთ მითხარით, რა ხელისუფლების ამოტრიალებაზეა ლაპარაკი, საკუთარ ლოგინშიც ვერ ამოტრიალებულხართ”, – მიმართა დუმბაძეს ნიშნიანიძემ.

აღნიშნულმა დუმბაძის გაღიზიანება გამოიწვია და ნიშნიანიძეს უპასუხა, რომ მისი ყურის ამწევი დედამიწაზე არ დაბადებულა.

“ყური ვინ ამიწია? ჩემი ყურის ამწევი არ დაბადებულა დედამიწაზე. ყური მამაჩემს არ აუწევია ჩემთვის, ვინ ჩემი ფეხებია შენი ბიძინა ივანიშვილი, რომ ყური ამიწიოს? რა სისულელეს ლაპარკობ ბერიკაცო?! სულ ფეხებზე მკიდია შენი ქართული ოცნებაც და შენი ბიძინა ივანიშვილიც”, – უპასუხა დუმბაძემ.

იტვირთბა....