ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ელისაშვილი: სიმართლე გითხრათ, სააკაშვილისგან მონანიებას არ ველოდი

[su_quote]სააკაშვილის განცხადება, რომ პუტინის პატიმარია, ამით იგი მთელს საქართველოს შეურაცხყოფას აყენებს. ამით სააკაშვილი ყველას გვეუბნება, რომ ჩვენ, ყველანი პუტინის მონები ვართ, „ქართულ ოცნებას“ რომ თავი დავანებოთ. არადა მე ასე არ მიმაჩნია. მიმაჩნია, რომ მეც და ყველა ამ ქვეყნის ნორმალური მოქალაქე რაღაც ფერხულში ვართ ჩართული, რომ პუტინის რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ. დღედაღამ ამაზე ვფიქრობ. ესეც შეურაცხყოფაა.

არ ველოდი, რომ სააკაშვილი გამოვიდოდა, მოინანიებდა. მისთვის იყო კარგი. რომ გამოდიხარ და არათუ სინანულს გრძნობ, აბიაბრუებ ყველაფერს, რის გამოც გადაგირჩიეს, რის გამოც შეგიძულეს. გამოდიხარ და ამბობ, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობდა. პიარი იყო და ამის შემდეგ უარეს მეუბნები, რომ ვიღაც ქურდები ჩავიდნენ ერევანში და იმ ქურდების დაძახილზე გამოვიდა 7 ნოემბერს რუსთაველზე ხალხი, ამით კიდევ უფრო მეტ შეურაცხყოფას მაყენებ. რა ქურდმა უსოიანმა?! სიმართლე გითხრათ, მისგან მონანიებას არ ველოდი[/su_quote]

ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE განაცხადა.

იტვირთბა....