ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

უდუმაშვილი ისტორიის სახელმძღვანელოზე: არ მიკვირს, განსაკუთრებით განათლების მინისტრისგან, რომელიც ივანიშვილს თაყაიშვილს ადარებს

[su_quote]ეს არის თანამედროვე ისტორიის გადაწერის პირდაპირი მცდელობა. ქართული ოცნების მხრიდან პრაქტიკული მცდელობა არის, რომ დააკნინონ ვარდების რევოლუციის მნიშვნელობა და სხვანაირად მიაწოდონ ინფორმაცია მოსწავლეებს და სამაგიეროდ განადიდონ ბიძინა ივანიშვილი. მე იმ პერიოდში მომიწია სკოლაში სწავლა, როდესაც ლენინის ბიოგრაფიას გვაზეპირებდნენ ხოლმე და ზუსტად იგივე მეორდება ახლაც, ახლა ბავშვებს აზუთხინებენ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიას. სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, განსაკუთრებით განათლების მინისტრისგან. ეს ის განათლების მინისტრია, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს ბიძინა ივანიშვილს[/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული.

იტვირთბა....